საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს – შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

,,პირველი არხი” წერს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებს.

„კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ნახეთ მეტი
Back to top button