პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე – ზელენსკიმ, თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება, ესეც გააკეთოს

,,პირველი არხი” წერს, რომ ძალიან ბევრი ლაქა აქვს და ძნელია ზელენსკის მოტივაციის გარკვევა. ზელენსკის მდგომარეობაში პარტნიორებს ეძებენ და არა მეტოქეებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს,  საყვარელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის შეცვლილი დამოკიდებულება არ იწყება ვოლოდიმირ ზელენსკიდან.

მისივე თქმით, უკრაინამ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ის პოლიტიკოსები მიიღო, რომლებიც საქართველოში იდევნებოდნენ.

„პირველი დღიდან საქართველოზე დასმული იყო ჯვარი, რომ საქართველოზე ყოფილიყო უკმაყოფილების ტალღები, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე მიზეზით. თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება, ესეც გააკეთოს.

უკრაინამ პოროშენკოს დროს იმ პოლიტიკოსების ბრიგადა მიიღო, რომლებიც საქართველოში იდევნებოდნენ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მიიღო, დაასახლა, მოუარა და მოთხოვნაზე უკრაინის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. ასე რომ, საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება არ იწყება ზელენსკიდან. მემკვიდრეობით გადავიდა ზელენსკისთან პუტინის ხელშეწყობით.

მიხეილ სააკაშვილს კიდევ უფრო მძიმე ვიზუალი ჰქონდა ადრე. ერთ-ერთი არგუმენტი აქვთ, რომ უკრაინის მოქალაქეა. სააკაშვილს კი ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, უფრო დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ. სააკაშვილი დასაყვედრებელ თემად ძალიან მომგებიანია: „აი, ხელისუფლება სააკაშვილს აწამებს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ხელისუფლებას დებატებს სთავაზობს. საყვარელიძის თქმით, არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სურვილი დებატებზე დაკმაყოფილებული იყოს.

„მოქალაქე სააკაშვილმა მოისურვა დებატები. წარმოიდგინეთ, საქართველოში რამდენი ადამიანი მოისურვებს ხელისუფლებასთან დებატებს. წარმოიდგინეთ, რა რიგი დადგება დებატებზე. არ არის ეს პრაქტიკა მიღებული, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სურვილი დებატებზე დაკმაყოფილებული იყოს. ამისთვის არიან პარტიები, პარტიების ერთმანეთთან კამათი და ა.შ.“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button