პოლიტიკა

რატომ ატარებს ბაქო გამოკითხვებს არცახის წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყების შესახებ?

აზერბაიჯანში ტარდება გამოკითხვები არცახში სამხედრო ოპერაციების დაწყების აუცილებლობის შესახებ. ამ ქვეყნის მასმედია ირწმუნება, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა ასეთი ნაბიჯის მომხრეა. გავლენის მოხდენის  ტენდენციებს ამ ინფორმაციაში პირველ რიგში აზერბაიჯანელი ექსპერტები ხედავენ.

ბაქო ყველანაირად ცდილობს მიაღწიოს არცახიდან სომხების განდევნას, ამიტომაც სომხურ მხარეს სჭირდება ერთიანობა და სიფხიზლე, აცხადებენ ექსპერტები.

აზერბაიჯანმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია იმის საჩვენებლად, რომ ემზადება არცახის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანმცოდნე  ექსპერტმა ტათევ ჰაირაპეტიანმა Facebook-ზე დაწერა. ის ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეკომპანია “AzTV”-ის მიერ არცახში  აგრესიის პროპაგანდა ახალ იმპულსს იკრებს.

„ახლა კითხულობენ, მომხრეა თუ არა ხალხი არცახის წინააღმდეგ ახალი აგრესიული ქმედებების დაწყების. ამ აზრს მხარი დაუჭირა 83%-მა, წერს იგი და გაკვირვებას გამოთქვამს: „ასე ამზადებენ მოსახლეობას სომხებთან „მშვიდობისთვის“?…

ტათევ ჰაირაპეტიანის  თქმით, სწორედ ასე ცდილობს ბაქო საზოგადოებრივი განწყობების შემოწმებას. თუ ისინი მიიღებენ სიგნალებს საერთაშორისო პლატფორმებიდან, რომ მას ამას არ აპატიებენ, მაშინ ის აგრესიულ ნაბიჯებს არ გადადგამს.  გარდა ამისა, ბაქო ცდილობს არცახში პანიკის გამოწვევას.

ტათევ ჰაირაპეტიანი დარწმუნებულია, რომ ბაქო ამას ასე ვერ გააკეთებს „თუ სათანადო პრევენციული ღონისძიებები გატარდება, მაშინ ბევრი რამის პრევენციაა შესაძლებელი.  თუ არაფერი გაკეთდა, შედეგები შეუქცევადი იქნება როგორც არცახისთვის, ასევე სომხეთისთვისაც“, – წერს ის.

“რადიოლურთან” საუბარში აზერბაიჯანმცოდნე ექსპერტმა გარნიკ დავთიანმა შენიშნა, რომ აზერბაიჯანს ყოველთვის აქვს  არცახის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების მიზანი. საიდუმლო არ არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები.

ზოგადი მიზნები ნათელია: აიძულოს სომხეთის რესპუბლიკა არა მხოლოდ აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი მოაწერინოს ამაზე,  არამედ წავიდეს დათმობებზეც. გარნიკ დავთიანის თქმით, ახალი აგრესიის განხორციელების შესახებ გამოძიებებს კონკრეტული ტენდენციები აქვს.

„ასეთი გამოკითხვები მიზნად ისახავს ბაქოში სოციალური კონსოლიდაციის შექმნას და საჭიროების შემთხვევაში ჯარების მობილიზებას. ასევე, პროპაგანდის ველზე არის მიზანი, შეიქმნას საზოგადოებრივი პანიკა სომხეთსა და არცახთან დაკავშირებით, ასე რომ, თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, მაშინ მოლაპარაკებების დროს დაუთმეთ და  მიეცით მიწები“.

გარნიკ დავთიანის თქმით, რუსი სამშვიდობოები რომ არ ყოფილიყვნენ, არცახში სომხები არ იქნებოდნენ. ის შესაძლო მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას რუს სამშვიდობოებთან შეტაკებად მიიჩნევს. აგრესიის შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა სომხური მხარის მუშაობა.

„ამ კუთხით პროცესების განვითარებამ უნდა შექმნას მოკავშირეების საერთო კონსოლიდაცია სომხეთის ირგვლივ, ანუ რუსეთის გარდა უნდა მოვიზიდოთ  ახალი მოკავშირეები, კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ინდოეთი და მივიღოთ გარანტიები, რომ სომხეთი მარტო არ დარჩება შესაძლო სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში“.

საერთაშორისო ექსპერტი დავით კარაპეტიანი დარწმუნებულია, რომ ბაქოს მიერ არცაში აგრესიის განხორციელების კუთხით, გამოკითხვები მიზნად ისახავს შესაბამისი განწყობის შექმნას ქმედებებზე გადასვლამდე. ბაქო 2020 წლის ომის შემდეგ დასუსტებული სომხეთის მდგომარეობით სარგებლობს.

„მე ვფიქრობ, რომ მათ საზოგადოებაში ახალი ომი სასურველია, რადგან მათ ესმით, რომ სომხეთს ამჟამად არ ჰყავს მოკავშირეები, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ და დაიკავონ ახალი ტერიტორიები. ამიტომ, მიდრეკილი ვარ  ვიფიქრო, რომ თუ არ იქნება მასშტაბური სამხედრო ოპერაციები  იქნება ესკალაციები, რადგან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ნიადაგს ამზადებს ახალი სამხედრო ოპერაციებისთვის. მტერი გულწრფელია და ვიცით, რომ მისი მიზანია თავად სომხეთის ტერიტორიებიდან მიწების წართმევა, კერძოდ, ვაიოც ძორში, სიუნიქსა და გეღარქუნიკში.

საერთაშორისო ექსპერტის აზრით, სომხეთი და არცახი შესაძლოა იძულებითი ომის მხარეები გახდნენ, საერთაშორისო თანამეგობრობა კი, ექსპერტის თქმით, მხოლოდ განცხადებებით კმაყოფილდება.

გარდა ამისა, სომხურმა მხარემ უნდა სცადოს კიდევ ერთხელ დაზუსტდეს რუსეთის ფუნქციები 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების დებულებების საფუძველზე.

ავტორი ანნა ნაზარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button