ანალიტიკა

ალიევი და მისი გუნდი აწარმოებენ ცილისწამების კამპანიას საფრანგეთის წინააღმდეგ- მირზალი მაჰამადი

ბოლო დღეებში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქები არეულობებმა და საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მიზეზი 17 წლის ბიჭის მკვლელობა გახდა პოლიციელის მიერ, რომელმაც პოლიციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა, მანქანის საჭესთან ყოფნისას.

აღშფოთებულმა მომიტინგეებმა დაწვეს მანქანები და მაღაზიები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. პოლიციამ რამდენიმე დღეში ასობით ადამიანი დააკავა. დაზარალდნენ თავად სამართალდამცავებიც.

ყველა ამ შემაშფოთებელმა მოვლენამ აზერბაიჯანში განსაკუთრებული ენთუზიაზმი და სიხარული გამოიწვია. ალიევის პროპაგანდისტული რესურსები იწონებდნენ საფრანგეთისთვის ნეგატიურ ყველა სიახლეს ისე, რომ არაფერი დაეკარგა მხედველობის არიდან. ბაქო არ ცდილობს დამალოს თავისი მტრული დამოკიდებულება პარიზის მიმართ.

ამ დამოკიდებულების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს. ეს აზრი Infoteka24-თან ინტერვიუში გამოთქვა აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა, ბლოგერმა მირზალი მაჰამადმა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა აზერბაიჯანი და ცხოვრობს საფრანგეთში.

„ალიევი და მისი გუნდი ამჟამად ყველა აზერბაიჯანული ტელეარხით აწარმოებს ცილისწამებლურ კამპანიას საფრანგეთის წინააღმდეგ. ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს. ისინი დასცინიან მაკრონის მეუღლის ასაკს. მაგრამ ისლამის წინასწარმეტყველი ერთხელ დაქორწინდა თავისზე 25 წლით უფროს ქალზე. იქიდან გამომდინარე, რომ ალიევის მთავრობამ არ იცის რა გააკეთოს, უაზრო ბრალდებებს ახმოვანებს“, – განაცხადა მაჰამადმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სენატმა და ნაციონალურმა ასამბლეამ აღიარეს არცახის დამოუკიდებლობის უფლება და ხელისუფლებასაც მისი აღიარებისკენ მოუწოდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი არაერთხელ გამოთქვა ხმა არცახის ხალხისა და მათი უფლებების დასაცავად. დღეს საფრანგეთი ერთ-ერთი შუამავალია სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებების ევროპულ ფორმატში. საფრანგეთის ზემოხსენებული პოზიცია უკიდურესად აღიზიანებს ბაქოს, ამიტომ იგი ყველა ღონეს ხმარობს პარიზის დისკრედიტაციის და სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან მის გამორიცხვას.

ნახეთ მეტი
Back to top button