პოლიტიკა

ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა ფაშინიანსა და ალიევს შორის

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შუამავლობით მალე ბრიუსელში შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის (საგარეო საქმეთა მინისტრების) ბოლო შეხვედრის დროს ვაშინგტონში, ხელშესახები პროგრესი არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის გარკვეული პროგრესი. უახლოეს მომავალში ბრიუსელში იგეგმება ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით.

სამწუხაროდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი ჯერ არ არის მზად ხელმოწერისთვის. მოახლოებული შეხვედრის დროს ვიმედოვნებ ვაშინგტონში დაფიქსირებული პოზიტიურის მატერიალიზებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button