პოლიტიკა

ეუთოს მინსკის ჯგუფი არ დაშლილა, თუ მომავალში კონსტრუქციულად მუშაობის შესაძლებლობა იქნება, აშშ წინააღმდეგი არ არის  –  ელჩი

ეუთოს მინსკის ჯგუფი არ დაშლილა, თუ მომავალში კონსტრუქციულად მუშაობის შესაძლებლობა იქნება, აშშ არ არის წინააღმდეგი. ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კრისტინა ქუინმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„აშშ ცდილობს მოძებნოს გზები და ორგანიზაციები, რომლითაც შესაძლებელი იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების წინ წაწევა და მათი დასრულებამდე მიყვანა. სამწუხაროდ, რუსეთი არ იყო კარგი პარტნიორი უკრაინაში მისი აგრესიული ქმედებების გამო, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს სანდო პარტნიორებთან. მინსკის ჯგუფი არ დაშლილა, თუ მომავალში იქნება მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონსტრუქციულად მუშაობის შესაძლებლობა, მაშინ აშშ არ არის წინააღმდეგი“, – აღნიშნა ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button