მთავარიპოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო სომხური დელეგაციის ყველა წინადადება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სომხური დელეგაციის ყველა წინადადება მიიღო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სომხური დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სარგის ხანდანიანი ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის საბოლოო დოკუმენტმა, ვანკუვერის დეკლარაციამ კენჭისყრით დაამტკიცა რიგი მნიშვნელოვანი დებულებები.

ასამბლეა

  • მოუწოდებს აზერბაიჯანს გაიყვანოს შეიარაღებული ძალები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან;
  • მოუწოდებს უზრუნველყოს ხალხისა და საქონლის შეუფერხებელი გავლა ლაჩინის დერეფნით, საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად;
  • მოუწოდებს აზერბაიჯანს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩამოაყალიბოს პოზიტიური დღის წესრიგი;
  • ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიის მიზნით, მოუწოდებს ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაკარგული ყველა ადამიანის ბედის გარკვევას,  რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა  და განაღმვის პროცესისადმი მიმართულ ძალისხმევას;
  • მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს გააგრძელონ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის: ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე დაყრდნობით;
  •  მიესალმება შეერთებული შტატების და ევროკავშირის  დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგისა და ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას.
ნახეთ მეტი
Back to top button