კულტურა

კინოფესტივალ “ოქროს გარგარის” GAIFF Pro საპროდიუსერო პლატფორმაზე 17 კინოპროექტი იქნება წარმოდგენილი

ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” საპროდიუსერო პლატფორმა GAIFF Pro, წარადგენს დამწყები კინორეჟისორების ახალ პროექტებს დასავლეთ აზიის რეგიონიდან.

Armenpress-ის ინფორმაციით, 30 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე GAIFF Pro-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ნარე-ლეონე ტერ-გაბრიელიანმა განაცხადა, რომ შეირჩა 17 პროექტი. „12 დამუშავების პროცესშია, ხუთი სამუშაო. პროექტები წარადგინეს მათ პირველ და მეორე პროექტზე მომუშავე რეჟისორებმა. რეჟისორები ჩამოვლენ სომხეთში, მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოფებში, მასტერკლასებში, სპეციალურად ორგანიზებულ შეხვედრებში დარგის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნიდან“, – აღნიშნა ტერ-გაბრიელიანმა და დასძინა, რომ პროექტები არის საქართველოდან, ირანიდან, ერაყიდან, პალესტინადან, იორდანიიდან და სომხეთიდან.

მისი თქმით, მსურველთა რაოდენობა დიდი იყო და პროექტებს მაღალი ინდექსი ჰქონდა.

სპეციალურ სტუმრებსა და საწარმოო პლატფორმის ჟიურის წევრებს შორის არიან კანის კინოფესტივალის ,,ოქროს პალმის“ ლაურეატი რონ დიენსი (უკანასკნელის ათზე მეტი ფილმი იყო კანის, ბერლინის, ვენეციის, ანსის პროგრამებში), კომპანია ALPHA VIOLET-ის, რომელიც ყიდის არტჰაუს ფილმებს მსოფლიოში, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი  კეიკო ფუნატო. სტუმართა რიცხვშია აგრეთვე ბრიტანელი პროდიუსერი დევიდ პ. ქელლი (რომლის ფილმებში შედის ,,ჯერემი თომასის შტორმები (2021წ.), რომელიც ნაჩვენები იქნება ოქროს გარგრის კინოფესტივალზე, რეჟისორ აკი კაურიზმაკის „I Hired a Contract Killer“), ფრანგულ კინოფონდ CNC-თან, კოპროდუქციასთან თანამშრომლობით და ფრანკოფონიის პროგრამის ხელმძღვანელი, ნოემი კანი.

GAIFF Pro ასევე მოხარულია წარმოგიდგინოთ მრავალი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და B2B Doc-ის ნიჭიერთა ხელმძღვანელი ანასტასია კირილოვა, სოფიის კინოფესტივალისა და შპს არტ ფესტის აღმასრულებელი დირექტორი და Sofia Meetings-ის სამხატვრო ხელმძღვანელი მირა სტალევა, ისევე როგორც Close-Up Initiative-ის დამფუძნებელი და დირექტორი სიგალ იეჰუდა.

GAIFF Pro Industry Platform გაიმართება 10-14 ივლისს. წელს საწარმოო პლატფორმა მუშაობს AGBU-სთან თანამშრომლობით და მასპინძლობს Creative Armenia-სთან ერთად და Artbox პროექტის მხარდაჭერით. პროექტი Artbox არის კრეატიული ინკუბატორი, რომელიც შექმნილია Creative Armenia -ს მიერ  და ხორციელდება სომხეთში ევროკავშირის დაფინანსებით და AGBU სომხეთთან თანამშრომლობით – Catapult კრეატიული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში.

GAIFF Pro ასევე პირველად წარმოგიდგენთ Short Cuts Nest-ს, სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტების ბაზარს. ბაზრის მიზანია მოკლემეტრაჟიანი ფილმების მნიშვნელობის გაზრდა საერთაშორისო კინოინდუსტრიაში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ავტორებისა და ხელოვანების პოპულარიზაციას. შერჩეული 5 პროექტის გუნდები საკუთარ ნამუშევრებს წარუდგენს კინოინდუსტრიის ექსპერტებს და ჟიურის წევრებს და იბრძოლებენ Kinotek-ის მიერ გადამღები აღჭურვილობის სრული კომპლექტის პრიზისთვის“, – ამბობს GAIFF Pro პროგრამების ხელმძღვანელი ნარე-ლეონე ტერ-გაბრიელიანი.

ზედიზედ მეორე წელია, GAIFF Pro-ს წარმოების პლატფორმა მასპინძლობს კინოკრიტიკოს ლეონარდო გოის, რომელიც უხელმძღვანელებს სპეციალურად შექმნილ GAIFF Pro Critics Campus-ს შერჩეული კინოკრიტიკოსებისთვის. გოი, რომელიც არის MUBI Notebook-ის მიმომხილველი, მართავს რამდენიმე სხვა გამოჩენილ ევროპულ კინოკრიტიკის აკადემიას, მათ შორის Berlinale Talent Press-ს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება ყოველდღიურ გაზეთ „ოქროს გარგარში“, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ.

ნახეთ მეტი
Back to top button