მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პროპაგანდა საფრანგეთის წინააღმდეგ არის ის, რომ ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნებს მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შეფასებაში  – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

მთიან ყარაბაღში სომხების ეთნიკური წმენდა აზერბაიჯანული პოლიტიკის ნაწილია, რასაც  საერთაშორისო ორგანიზაციების  და ქვეყნები  ობიექტურად აფასებენ.. ამის შესახებ “არმენპრეს”-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა.

„ამ კუთხით, აზერბაიჯანმა თვეების განმავლობაში დაიწყო ფართომასშტაბიანი კონტრპროპაგანდა საფრანგეთის წინააღმდეგ, რომლის ოფიციალურ და საჯარო პლატფორმებზე ჟღერს მიზანმიმართული შეფასებები და განგაში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ გადადგმულ უკანონო ნაბიჯებზე.

საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა არის მთიანი ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ სხვა ქვეყნების შესაძლო შეფასებების პრევენცია. თავის მხრივ, სომხეთმა, მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, და მიაჩნია, რომ სულ უფრო მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოიტანოს შესაბამისი შეფასებები მთიან ყარაბაღში დამყარებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, სომხეთის პასუხი მთელ ამ ვითარებაზე უნდა იყოს უწყვეტი დიპლომატიური მუშაობა.

რაც არ უნდა რთული იყოს მორალურად, პოლიტიკურად თუ ემოციურად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ თვითკონტროლი“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button