მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს  არ გადაუდგამს  ადეკვატური ნაბიჯები დანაღმული ველების რუქების გადაცემის საპასუხოდ – ფაშინიანი

აზერბაიჯანს არ გადაუდგამს  ადეკვატური ნაბიჯები სომხეთის მიერ დანაღმული ველების რუკების გადაცემის საპასუხოდ და დღემდე აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების უკანონო დაკავება  და მათ პოლიტიკურ ვაჭრობის საგნად გამოყენებას. ამის შესახებ “არმენპრეს”-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი უსაფუძვლოდ მიიჩნევს აზერბაიჯანის ბრალდებებს სომხეთის მიმართ დანაღმული ველების საკითხზე.

„პირველ რიგში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ამა წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით უარყო სომხეთის წინააღმდეგ ბრალდებები ნაღმების გაყვანის საკითხში, შემდეგ კი ურთიერთობების მოწესრიგების საკითხში გულწრფელობისა და მონდომების გამოსახატავად. სომხურმა მხარემ წინა წლებში აზერბაიჯანს გადასცა ამ უკანასკნელის კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ტერიტორიის ნაღმების რუქები, რომლებიც დღეს გამოიყენება ფართომასშტაბიანი სამთო სამუშაოებისთვის. აზერბაიჯანს არ გადაუდგამს  ადეკვატური ნაბიჯები სომხეთის მიერ დანაღმული ველების რუკების გადაცემის საპასუხოდ და დღემდე აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების უკანონო დაკავებას  და მათ პოლიტიკურ ვაჭრობის საგნად გამოყენებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button