აზერბაიჯანმა, რომელიც მუდმივად ამცირებდა ლაჩინის დერეფნის მნიშვნელობას, დერეფნის მთლიან იურიდიული შინაარსს, საბოლოოდ კი 2022 წლის 12 დეკემბრიდან ის მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვის გზად გადაიქცა, ხოლო 15 ივნისიდან , მან მთლიანად შეაჩერა ყოველგვარი მოქმედება.
ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, 6 ივლისს, სტეფანაკერტი-ერევნის ტელეხიდის დროს, არცახის სახელმწიფო მინისტრმა გურგენ ნერსისიანმა განაცხადა. „აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნა, ის რომ არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი გარანტირებული გზა და მასთან ერთად ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვა ურთიერთგამომრიცხავი პირობებია, რადგან ის არ არის ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვისთვის, არამედ არის გარანტირებული გზა, რომელიც აკავშირებს არცახს სომხეთის რესპუბლიკასთან. სომხეთტან და გარე სამყაროსთან, რაზეც სამი სახელმწიფოს მეთაურებს შორის 2020 წლის 9 ნოემბერს მიღწეული იქნა შეთანხმება“, – აღნიშნა არცახის სახელმწიფო მინისტრმა. მისი თქმით, თუ მანამდე აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ გზა რუსი სამშვიდობოების მიერ იყო ჩაკეტილი, დღეს საჯაროდ აცხადებს, რომ ეს აზერბაიჯანის ქმედებების შედეგია და ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვასაც ვერ ემსახურება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი აღრმავებს არცახის მოსახლეობის უფლებების დარღვევას და უკვე შექმნილ კრიზისს არცახში. ის ამ ნაბიჯით ცდილობს შეამოწმოს საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. საერთაშორისო თანამეგობრობა რამდენადაც არ გასცემს აუცილებელ და შესაბამის პასუხს ამ ნაბიჯების თანმიმდევრობას, მით უფრო გაღრმავდება ისინი და დამატებითი პრობლემები და ტვირთი შეიქმნება არცახის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა