საზოგადოება

აზერბაიჯანი ითხოვს სომხეთში „დაიხუროს ჯერ კიდევ გაუხსნელი ქარხანა, რომელიც აზიანებს რეგიონის ეკოლოგიას“

აზერბაიჯანში ფრანგული ნეოკოლონიალიზმით დაზარალებული აფრიკის ქვეყნების უფლებების დაცვის ტიტანურმა მცდელობებმა ტაიმაუტი აიღო და  კვლავ ეკოლოგიურ საკითხებს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთისათვის მეტად კარგად გასაგები  ფართომასშტაბიანი აქცია, რომელიც ლაჩინის დერეფნისა და არცახის სრულ ბლოკადაში გადაიზარდა,  „ეკოლოგიური მიზეზებით“ აიხსნა.

ამჯერად აზერბაიჯანელმა გარემოსდამცველებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს რამდენიმე გვერდიანი წერილით მიმართეს სომხეთში არაერთი საწარმოს დახურვის მოთხოვნით. ფენომენის პოლიტიკურ კონტექსტზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ „ეკოლოგებს “ წერილში არ გამოუყენებიათ სომხური ტოპონიმები და დასახლებულ პუნქტებს მოიხსენიებენ აზერბაიჯანული სახელით.

აზერბაიჯანელი „ გარემოსდამცველები“ ​​სომხეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ „სომხეთის რესპუბლიკაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება  არღვევს ეკოლოგიურ სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ისინი მოითხოვენ „შეწყდეს სამთო სამუშაოები, რომლებიც ტარდება საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით“.

სიაში 12 საწარმოა და ქაჯარანისა და კაპანის კომბინატების გარდა, აზერბაიჯანელებიკოტაიკის, სოდკის, ახტალის ქარხნებმაც შეაწუხეს. ასევე მოთხოვნაა შეჩერდეს ერასხის ქარხნის მშენებლობა. ბოლო პუნქტის მიმართულებით აზერბაიჯანელი სამხედროები მძალისხმევას არ იშურებენ, თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ  მშენებარე ქარხანას, რის შედეგადაც ინდოეთის ორი მოქალაქე დაშავდა.

ისე, ყველაზე მეტი პრეტენზია ამულსარის მაღაროზეა. ვთქვათ, სომეხ გარემოსდამცველებსაც აქვთ „სრული“ კითხვები ამულსართან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ სომხეთში მოითხოვენ არ დაიწყონ მაღაროს ფუნქციონირება, აზერბაიჯანში კი ამბობენ, რომ მაღაროს მუშაობა უარყოფით გავლენას ახდენს აზერბაიჯანზე,  რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა ყალბია მათი ბრალდებები.

და სანამ აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთისა და არცახის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, ისინი აპატიმრებენ იმ სოფლის მოსახლეობას და აქტივისტებს, რომლებიც მოითხოვენ თვით აზერბაიჯანში, სოიუდლუში მავნე საწარმოს დახურვას.

ნახეთ მეტი
Back to top button