პოლიტიკა

აზერბაიჯანმა სრულად უნდა შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილება, სპეკულაციების გარეშე  –  სომხეთის  სს სამინისტროს პრეს-სპიკერი

საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა სრულად უნდა შეასრულოს, ყოველგვარი სპეკულაციებისა და ტექსტის ცრუ ინტერპრეტაციების გარეშე. ამის შესახებ სრ  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერ,ა გაეროს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე  ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული საგუშაგოს განთავსებასთან  დაკავშირებით. „საერთაშორისო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს აზერბაიჯანს, უზრუნველყოს შეუფერხებელი დაშვება ლაჩინის დერეფნის გავლით. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ნათელია და არ შეცვლილა 2023 წლის 22 თებერვლიდან, სრულად უნდა შეასრულოს აზერბაიჯანმა, ყოველგვარი სპეკულაციებისა და ტექსტის ცრუ ინტერპრეტაციების გარეშე“, – წერს ბადალიანი.

https://twitter.com/hashtag/LachineCorridor?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E167

ნახეთ მეტი
Back to top button