საერთაშორისო

ბათუმის პორტში $100 მილიონად შეფასებული სუპერიახტა “არქიმედე” შემოვიდა, რომელიც 85 წლის ამერიკელ მილიარდერს, ჯიმ საიმონსს ეკუთვნის


საერთაშორისო მედიაში არსებული ინფორმაციით, სუპერიახტა “არქიმედე” 85 წლის ამერიკელ მილიარდერს, ჯიმ საიმონსს ეკუთვნის. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, ჯიმ საიმონსი $28.1 მილიარდის ქონებას ფლობს და შესაბამისად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 52-ე ადგილს იკავებს. მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი ჰეჯ-ფონდ Renaissance Technologies-ზე მოდის, რომელიც საიმონსმა 1982 წელს, ნიუ-იორკში დააფუძნა. რეალურად, Renaissance Technologies-ი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია $100 მილიარდის აქტივებს მართავს.

ნახეთ მეტი
Back to top button