სპორტი

სომხეთის “ალაშკერტს” ახალი ქართველი თავდამსხმელი ჰყავს

ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია ერევნის “ალაშკერტის” გუნდს შეუერთდა.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური წერს. თავდამსხმელი საქართველოს სამგზის ჩემპიონია, 2019 წელს თბილისის “დინამოში” 20 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს. კუტალიას, რომელიც ოდესღაც საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს წარმოადგენდა, უცხოეთში თამაშის გამოცდილება აქვს, თამაშობდა ბოსნიის “ზრინსკისა” და “სლავიაში”, ყაზახეთის “ირტიშში”.

2020/2021 წლების სეზონიდან ქართველი ბომბარდირი ისრაელში თამაშობდა, იცავდა თელავივისა და უმ ალ-ფამის ქალაქების “ჰაპოელის” გუნდებს.

კვიტალიას წინა კლუბი იყო ისრაელის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი “სექცია ნეს სიონი”, სადაც LIGAT HA’AL-ის 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და თასის მატჩებში კიდევ 2 გოლი.

“ალაშკერტის” ახალწვეულს პროფესიულ კარიერაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

ნახეთ მეტი
Back to top button