პოლიტიკა

რატომ დაინიშნა საფრანგეთის ახალი ელჩი სომხეთში, როცა ანა ლუოის  რწმუნებულების დასრულებამდე  ერთი წელი კიდევ იყო დარჩენილი

როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, საფრანგეთს ახალი ელჩი ჰყავს სომხეთში. 21 ივლისიდან დიპლომატიურ მისიას საგარეო საქმეთა მრჩეველი ოლივიე დეკოტინი უხელმძღვანელებს.

ახალი ელჩი ანა ლუოის შეცვლის, რომელიც ერევანში 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს.

„ჰეტქი“ წერს, რომ საფრანგეთის ელჩები, როგორც წესი, 3 წლის განმავლობაში მუშაობენ. ანა ლუიოს უფლებამოსილებები  2024 წლის აგვისტოში დასრულდება. თუმცა, ახალი ელჩი ლუიოს უფლებამოსილების დასრულებამდე ერთი წლით ადრე ინიშნება.

ამ კითხვაზე პასუხი გასცა  სომხეთში საფრანგეთის საელჩოს პრეს-ატაშე ტაისია ჰოვანნისიანმა.

„ელჩი პირადი მიზეზების გამო ადრე მიდის“, – განმარტა მან.

ოლივიე დეკოტინი არის კარიერული დიპლომატი და სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 2012-2015 წლებში იყო ირანში საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი, წერდა ანალიზებს ირანის ბირთვული პროგრამისა და ირანის რეგიონული პოლიტიკის თემებზე, რომლებიც ასევე გამოქვეყნდა The Washington Institute-ში. მანამდე ოლივიე დეკოტინი მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, რომელიც ეხებოდა ნატოსა და ევროკავშირის ოპერაციებს ლიბიაში, ბალკანეთსა და კავკასიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button