საერთაშორისო

რუსულმა Red Wings-მა ქუთაისიდან პირველი რეისი შეასრულა

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. შემდეგი ფრენა ქუთაისიდან ავიაკომპანიას 13 ივლისს აქვს დაგეგმილი., წერს BM-ი.

Red Wings-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიხედვით, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით 2 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო. მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისებიც იმავე დღეს უნდა დაწყებულიყო.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს.

ნახეთ მეტი
Back to top button