საზოგადოება

სომხეთს ექვს თვეში 1 მილიონი ტურისტი ეწვია

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ სისიან პოღოსიანმა დღეს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სომხეთს 1 მილიონი ტურისტი ეწვია. ამის შესახებ წერს RADAR-ი.

„ეს იყო საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ჩვენ გვქონდა. 2019 წელი საუკეთესო წელი იყო ტურისტული ინდუსტრიისთვის. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, წელს 30 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. 2019 წელი 1,9 მილიონი ტურისტით დავასრულეთ და თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, იმედი გვაქვს 2 მილიონს გადავაჭარბებთ“, – განაცხადა პოღოსიანმა. მისი თქმით, ეს აქტივობა სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. „ბევრს ვმუშაობთ სომხეთის ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე წარმოსაჩენად, რომ უფრო ცნობადი იყოს, გვაქვს ძალიან საინტერესო კამპანიები, ვმუშაობთ სხვადასხვა ავიაკომპანიებთან. ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში. ვემზადებით იტალიური ბაზრის გასააქტიურებლად, რადგან შესაძლოა იტალიიდან სომხეთის მიმართ დიდი ინტერესი იყოს. რუსეთი ყოველთვის იყო ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული. ჩვენი ტურისტების 52 პროცენტი რუსეთიდანაა, შემდეგ მოდის საქართველო და ირანი“.

ნახეთ მეტი
Back to top button