მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანსა და ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა  

პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი  ტელეფონით ესაუბრა  აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს.

როგორც “Armenpress” -ი აღნიშნავს,  მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო  მიმდინარე მოლაპარაკებებზე, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ნაბიჯებზე, მათ შორის საერთაშორისო ჩართულობით  ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის აუცილებლობაზე.  

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებაზე და მის დასაძლევად აუცილებელ ნაბიჯებზე.

თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ძალისხმევის აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მთავრობის ერთგულება მშვიდობის დღის წესრიგში.

ნახეთ მეტი
Back to top button