მთავარიპოლიტიკა

ხელახალი არჩევის შემდეგ, ერდოღანი აძლიერებს დიპლომატიას, ფოკუსირებულია ინვესტიციებზე სპარსეთის  ყურის ქვეყნებიდან და სირიდან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ურთულესი საარჩევნო გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, ახლა დიპლომატიას ააქტიურებს ახლო აღმოსავლეთში. მან ყურადღება გაამახვილა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვაზე და ეგვიპტესთან და სირიასთან ურთიერთობების დამყარებაზე. ამის შესახებ, როგორც FACTOR-ი წერს,   Al Monitor-ში გამოქვეყნებულ ფეჰიმ ტაშტეკინის ნარკვევშია ნათქვამი. ის აღნიშნავს, რომ სირიის საქმე ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყო, როდესაც იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი ეწვია ანკარას სამშაბათს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ მექდადთან დამასკოში შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.

 ანკარას წინადადება მოსკოვის შუამავლობით დამასკოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის შეესაბამება იორდანიის ძალისხმევას, შეამსუბუქოს საკუთარი ტვირთი ლტოლვილების საკითხში, ებრძოლოს სირიიდან ნარკოტიკებით ვაჭრობას და გააუმჯობესოს საზღვრის უსაფრთხოება. ასევე მაისში იორდანიაში არაბული სახელმწიფოების ლიგის საკონტაქტო ჯგუფი შეიკრიბა, რამაც გზა გაუხსნა სირიის არაბულ ლიგაში დაბრუნებას. სირიასთან მოლაპარაკებებში რუსეთსა და ირანის მონაწილეობით, თურქეთი ამტკიცებს, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ლტოლვილების დაბრუნების ხელშეწყობა, ხოლო დამასკო მოუწოდებს ანკარას გაიყვანოს თავისი ჯარები სირიიდან და შეწყვიტოს “ტერორისტული” ჯგუფების მხარდაჭერა.  ეს არის პირობა  ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.  

მედია წერს, რომ ლტოლვილების განსახლების მიზნით, ერდოღანმა შესთავაზა ახალი დასახლებების აშენება საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით სირიის შიგნით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხო ზონაში. მაგრამ იმის გამო, რომ ამ იდეამ ფართო მხარდაჭერა არ მოიპოვა, თურქეთი ყატარისა და ქუვეითის თანხებით ახალი სახლების აშენებაზე გადავიდა თურქეთის არმიის მიერ კონტროლირებად ადგილებში. სპარსეთის ყურის ქვეყნების დაფინანსებით ასეთ ძალისხმევას შეუძლია ხელი შეუწყოს სირიასთან ურთიერთობების მოგვარებას. თუმცა, აშშ-ისა და ევროპის სანქციები რჩება სირიის აღდგენის მთავარ დაბრკოლებად. თურქეთს და იორდანიას შეუძლიათ გააერთიანონ ძალები ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რათა შეეცადონ გადაჭრან ლტოლვილთა პრობლემა, რომელიც ასევე ეხება ევროპას. სირიის ძალისხმევა არაბულ ქვეყნებთან, პირველ რიგში, საუდის არაბეთთან ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისთვის, არაბთა ლიგაში დაბრუნების შემდეგ იზრდება. ჯერჯერობით, ამ ძალისხმევის უმეტესობა ვერ გადაიზარდა კონკრეტულ პროექტებად და შეხვდა დასავლეთის შედარებით მსუბუქ წინააღმდეგობას.

 ოპოზიციურ სირიის ტელევიზია Syria TV-ზე  დაყრდნობით, ტაშტეკინი აცხადებს, რომ საფადიმ თურქ ჩინოვნიკებს განუცხადა, რომ იორდანია მზადაა მიიღოს მოლაპარაკებები ასტანას პროცესის მსგავსად, რომელიც მიზნად ისახავს სირიის კრიზისის მოგვარებას. გარდა ამისა, მან ასევე შესთავაზა სირიის საერთაშორისო მაგისტრალების, ძირითადი M4 და M5 გზების გახსნის მექანიზმების განხილვა. იორდანია ცდილობს ანკარასა და დამასკოს შორის შუამავლის როლი აიღოს და ამ საკითხში შეცვალოს რუსეთი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, რომ შიდა ეკონომიკური არეულობის წინაშე მყოფი ერდოღანი უახლოეს დღეებში ეწვევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთსა და ყატარს. ანკარა იმედოვნებს, რომ მოიზიდავს 25 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მათ შორის პრივატიზაციისა და შესყიდვების გზით. ერდოღანი ასევე იმედოვნებს არაბული სახსრების მოზიდვას სირიაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის. თურქეთის საგარეო ურთიერთობებში არაბული სამყაროს მზარდი პოზიციის კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა ერაყელ, ქუვეითელ და ალჟირელ კოლეგებთან ბაქოში, „არაკავშირების მოძრაობის“   შეკრების ფარგლებში.

ამავდროულად, თურქეთის ეგვიპტესთან ურთიერთობის ნორმალიზებამ კულმინაციას მიაღწია იმ განცხადებით, რომ ორმა ქვეყანამ დანიშნა ელჩები, რათა სრულად აღედგინათ დიპლომატიური ურთიერთობები ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს გადაყენების გამო ათწლეულის განხეთქილების შემდეგ. თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეთანხმება მიღწეულია ერდოღანისა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის შორის შეხვედრაზე. სისისთან შერიგებით, რომელსაც მან “პუჩისტი” და “მკვლელი” უწოდა, ერდოღანი იმედოვნებს, რომ შეამსუბუქებს თურქეთის იზოლაციას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მოპოვების უფლებებთან დაკავშრებით. ნებისმიერ შემთხვევაში, კაირო ფრთხილობს, ისევე როგორც დაახლოების დაწყების წინ. ელჩების დანიშვნის მიუხედავად, მან მაინც უნდა აანთოს  მწვანე შუქი თურქეთის რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურისთვის ეგვიპტეში დასაბრუნებლად.   „ შლის რა არაბულ მთავრობებთან ახალ გვერდებს, ერდოღანი ჩვეულებრივ მიჰყვება თავის ლოზუნგს „გამარჯვება“, მაგრამ მისი ქმედებები არსებითად შემობრუნდა იმ იმედით, რომ თურქეთის ეკონომიკური ხვრელები არაბული სახსრებით ამოავსოს.  გარდა ამისა, ახალი გვერდები კონფლიქტის ზონებში, როგორიცაა სირია და ლიბია, ასევე საჭიროებს ცვლილებას“, – ასკვნის ტაშტეკინი.

ავტორი:   ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button