მთავარიპოლიტიკა

ბირთვული ენერგეტიკის სფეროში, აშშ-სა და რუსეთის გარდა, წინადადებები მივიღეთ კორეიდან და საფრანგეთიდანაც  – სომხეთის უსაფრთხოების  საბჭოს მდივანი

ბირთვული ენერგეტიკის სფეროში, აშშ-ისა და რუსეთის გარდა, სომხეთმა  მიიღო ამ სფეროსთან დაკავშირებული წინადადებები სამხრეთ კორეიდან და საფრანგეთიდან. ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერევანი აგრძელებს შიდა და გარე დისკუსიებს ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების ან არსებულის მოდერნიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. „ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების კონტექსტში.

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ განიხილავს რუსეთისა და ამერიკის ბირთვულ წინადადებებს ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის კონტექსტში, არამედ განიხილავს მათ სომხეთის  ინტერესებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით. „დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ პრინციპების საფუძველზე იქნება მიღებული“.

ნახეთ მეტი
Back to top button