პოლიტიკა

დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს თავისუფალი და ღია ტრანზიტი ლაჩინის დერეფნის გავლით  – აშშ საელჩო

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადით შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული,  როგორც NEWS ARMENIA წერს, განაცხადა აშშ-ის საელჩომ „თავისუფლების“ კითხვის პასუხად.

„თავისუფლება “ განსაკუთრებით დაინტერესდა: „აზერბაიჯანმა კვლავ დაბლოკა სამედიცინო ევაკუაცია მთიანი ყარაბაღიდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს აუკრძალა ჰაკარის ხიდის  გადაკვეთა. როგორია შეერთებული შტატების პოზიცია ბაქოს ამ ნაბიჯთან დაკავშირებით?”

„ჰუმანიტარული მიმოსვლის გუშინდელი შეჩერება კიდევ უფრო ამძაფრებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის სამშვიდობო პროცესში ნდობის აღდგენის მცდელობებს. სასწრაფოდ უნდა აღდგეს თავისუფალი და ღია ტრანზიტი ლაჩინის დერეფნის გავლით“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

გუშინ ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანებით აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხებისთვის სხვადასხვა სახის კონტრაბანდული საქონლის გადატანას ცდილობდნენ. შეტყობინების მიხედვით, საგუშაგოს მუშაობა შეჩერებულია, „ოპერატიული გადაღების გამოყენებით ადგილზე დაფიქსირებულია კონტრაბანდის ყველა ფაქტი“.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ 4 მძღოლი, რომლებიც ცდილობდნენ კომერციული საქონლის ტრანსპორტირებას, აღარ  არიან წჯსკ-ს  თანამშრომლები, მათ ხელშეკრულება შეუწყდათ.

ნახეთ მეტი
Back to top button