მთავარიპოლიტიკა

დღის წესრიგში რჩება საკითხი რუსეთის მიერ სომხეთისთვის ხელშეკრულებით შეიარაღებისა და საბრძოლო მასალისმიუწოდებლობის  შესახებ  – გრიგორიანი

რუსეთის მიერ სომხეთს ხელშეკრულებით იარაღისა და საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის საკითხი კვლავ რჩება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში, მაგრამ მინსკში გამართული უშიშროების საბჭოს მდივნების ბოლო შეხვედრაზე რუსულ მხარეთან ეს საკითხი არ განხილულა.  ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სომხეთის საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

„ყველა პრობლემა ღიად და მშვიდად უნდა განიხილებოდეს ჩვენს პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან ეს პრობლემები სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ არსებობს ასეთი აღქმა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button