მთავარიპოლიტიკა

რაც შეეხება რუს სამშვიდობოებს, ის მოლოდინები, რაც სტეფანაკერტს  ჰქონდა, არ იქნა  გამართლებული   –  სომხეთის  უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

რაც შეეხება რუს სამშვიდობოებს, ის მოლოდინები, რაც სტეფანაკერტში არსებობდა, არ იქნა  გამართლებული. ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება არ ითვალისწინებდა აზერბაიჯანის ყოფნას ლაჩინის დერეფანში და სამშვიდობოების ამოცანა იყო ლაჩინის გავლით თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

„დღეს ასეთ  ცვლილებებს  არ მოველოდით. საჭიროა  სამშვიდობოებმა თავიანთი მისია სრულად შეასრულონ და მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანებს არ შეექმნათ ასეთი ჰუმანიტარული კრიზისი, ტანაც  მიმდინარე კრიზისი ღრმავდება. ბოლო დროს დერეფანი მთლიანად დაკეტილია, საქონლის გადაადგილება არ ხდება.  ეს ართულებს ცხოვრებას თავად მთიან ყარაბაღში. იმედია ასეთი კრიზისები არ იქნება. ჩვენ მოველით, რომ  რომ სამშვიდობოები შეძლებენ შეასრულონ ფუნქციები თავიანთი მანდატის ფარგლებში, ანუ უზრუნველყონ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო სომხეთის ურთიერთობებს კუხო-სთან. ამასთან დაკავშირებით გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ყველა საკითხს განიხილავს კუხო-ს წევრ ქვეყნებთან და იყენებს კუხო-ს პლატფორმებს ყველა საკითხის წამოსაჭრელად და გამოსავლის მოსაძებნად. „ჩვენ ვხედავთ, რომ კუხო-ს წევრი ქვეყნები გარკვეულწილად ამბობენ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, რომ სომხეთის მიერ წამოჭრილი პრობლემები ლეგიტიმურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხები ლეგიტიმურია. ჩვენ ველით ამ პრობლემების გადაწყვეტას“.

ნახეთ მეტი
Back to top button