მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ეკოლოგიური ბრალდებები სომხეთის წინააღმდეგ წინასწარგანზრახულია   – ფაშინიანი

აზერბაიჯანის „გარემოს დაცვის“ საქმიანობა გრძელდება და ეს ქვეყანა ახლაც ცდილობს სომხეთს ეკოლოგიური ბრალდებები ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზე წარუდგინოს.

როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„უფრო მეტიც, ამისთვის აზერბაიჯანი სომხეთს მიაწერს ნაღმებს, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს, აჩენს გარემოებებს, რომლებიც ფიქტიურია, მიუთითებს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სულ სხვა რამეზეა, ახსენებს არარელევანტურ კონვენციებს. „რა თქმა უნდა, სომხეთის საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციები აჩვენებენ და გააგრძელებენ აზერბაიჯანის ბრალდებების ფიქტიურობის დემონსტრირებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ერთ გარემოებას შეეხო, წარმოადგინა მსოფლიოს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყნების 2022 წლის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა იელის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის მიერ.

„რეიტინგული ცხრილი აფასებს სახელმწიფოს მიღწევებს გარემოსდაცვითი მდგომარეობის კუთხით, ეფუძნება ბუნებრივი რესურსების მართვის 22 ინდიკატორს და 10 კატეგორიას, რომლებიც ეხება გარემოს დაცვის საკითხებს ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგობის, მოსახლეობის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ხოლო 2022 წლის რეიტინგში სომხეთმა 56-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა კი 104-ე ადგილი. განჭირვალე და პასუხისმგებლური  სამთო მრეწველობის ორგანიზებაში  სომხეთის რესპუბლიკის პროგრესი და მიღწევები გამოხატულია მოპოვების მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის პუბლიკაციებში “, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button