პოლიტიკა

ანკარას მინიშნება მოსკოვს  –  რატომ განაცხადებს  ერდოღანი რუსი სამშვიდობოების  უფლებამოსილებების ვადებზე

2025 წელს რუსმა სამშვიდობოებმა რეგიონი უნდა დატოვონ, განაცხადა თურქეთის ხელმძღვანელმა ვილნიუსში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანმა გაიხსენა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება და მისი დებულება, რომ რუსული სამშვიდობო ძალები ყარაბაღში 5 წელი უნდა დარჩნენ. თურქეთის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი შეასრულებს ამ მოთხოვნას. ვის საყურადღებოდ ტქვა ერდოღანმა ეს სიტყვები და რა რეაქციას მოელის ის?

თუ 2025 წელს ერთ-ერთი სომხური ან აზერბაიჯანული მხარე  არ მოისურვებს, რომ  რუსი სამშვიდობოები არცახში დარჩნენ, მაგრამ ერდოღანი არ არის ყარაბაღის საკითხში მხარე და არ აქვს სათქმელი ამ საკითხში, ამბობს პოლიტოლოგი ჰრანტ მიქაელიანი. ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში ერდოღანის განცხადებაზე, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღი 2025 წელს უნდა დატოვონ. ჩემი თანამოსაუბრის თქმით, დღეს ნაადრევია იმის თქმა, რა მოხდება ორ წელიწადში, როცა ამოიწურება რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის ვადა, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბრის გამოცხადებით არის ნაკისრი.

„ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით რა მოხდება, რადგან ამ საკითხში ბევრი კითხვის ნიშანია. გასაგებია, რომ რუსეთის რეგიონული მოწინააღმდეგე იყო და რჩება თურქეთი და ერდოღანიც შესაბამისად გამოხატავს თავის პოზიციას. ანკარა არ არის ერთ-ერთი მხარე, მაგრამ თუ პოლიტიკურ კონტექსტს შევისწავლით, მაშინ ბაქო, როგორც ცალკე ფაქტორი არ არსებობს, ის ასრულებს თურქეთის დაკვეთას და აქ ერდოღანის ბრძანება გაჟღერდა. ის, რაც მან გამოაცხადა, მორგებულია ერდოღანის პოლიტიკურ ხაზზე. მან არჩევნებზე პუტინისგან მიიღო მხარდაჭერა და ახლა რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა“.

ერდოღანი გულისხმობს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუს სამშვიდობოებს ვადა 2025 წელს ეწურება.

დოკუმენტის მე-4 პუნქტი ასევე ითვალისწინებს სამშვიდობო ჯარების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. მითითებულია 5 წლით ავტომატური განახლების ვარიანტი, თუ რომელიმე მხარე არ გამოაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის განზრახვას ვადის დასრულებამდე 6 თვით ადრე.

აკადემიკოს რუბენ საფრასტიანის თქმით, მართალია დღეს სომხური მხრიდან არის პრეტენზია რუს სამშვიდობოებზე, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სრულად არ არის უზრუნველყოფილი, რის შედეგადაც ბერძორის დერეფანი 7 თვეა დაკეტილია, მაგრამ რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა, მისი აზრით, შემაკავებელი ფაქტორია.

ამას გარდა მოსკოვიც არ აპირებს წასვლას.

„აშკარაა, რომ რუსეთს რეგიონის დატოვების სურვილი არ აქვს. თუ რუსეთი დატოვებს რეგიონს, ამ ვაკუუმს დაიკავებს თურქეთი.  ახლა, არცახის ბოლო ომის შემდეგ, თურქეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს თავისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. თურქეთის სტრატეგიული მიზანია სამხრეთ კავკასიის თავის გეოპოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევა, რეგიონიდან რუსეთის გამორიცხვა. ამას აკეთებს ფრთხილად,  აზერბაიჯანის გამოყენებით“.

პოლიტოლოგი ჰრანტ მიქაელიანი ხაზს უსვამს, რომ საუბარი სომხური მხარის მიერ საერთაშორისო მექანიზმების დანერგვაზე ასუსტებს რუსი სამშვიდობოების როლს. უნდა გვესმოდეს, რომ ბაქო არასოდეს დაუშვებს არანაირ საერთაშორისო ყოფნას არცახში, თუნდაც გაეროს დროშის ქვეშ, დასძენს აკადემიკოსი საფრასტიანი.

ბოლო დროს აზერბაიჯანული პრესა ახორციელებს გამოხატულ ანტირუსულ პროპაგანდას, ექსპერტები პარალელებსაც კი ავლებს უკრაინულ პრესასთან. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთ-თურქული ურთიერთობების დათბობის სხვადასხვა გამოვლინებაა. რუსი სამშვიდობოების რეგიონიდან გაყვანის სურვილი რუსეთ-თურქეთის შეთანხმებების შედეგია თუ რუსეთ-აზერბაიჯანის წინააღმდეგობების შედეგი?

 აკადემიკოსი რუბენ საფრასტიანი:

„ამ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთი რევერანსებს აკეთებს დასავლეთის მიმართ. ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობით და თურქეთს სჭირდება დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. მაგრამ თურქეთს ასევე არ სურს უარი თქვას იმ უპირატესობებზე და მოგებაზე, რაც მიიღო რუსეთთან თანამშრომლობით. საუბარია მრავალმილიარდიან მოგებაზე.  მხოლოდ ის ფაქტი, რომ მას მისი  ტერიტორია გახსნილი აქვს და  არ ემორჩილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თურქეთისთვის  ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს“.

ერდოღანის განცხადებებზე მოსკოვიდან ამ დრომდე პასუხი არ ჩანს.

ნახეთ მეტი
Back to top button