მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი  ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბებას უაღრესად მნიშვნელოვანად მიიჩნევს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად იძლევა შესაძლებლობას, უზრუნველყოს უფრო დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, რათა დაუპირისპირდეს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში გატარებულ ეთნიკურ წმენდას. ამის შესახებ “Armenpress”-ის გადმოცემით    პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ კუთხით, ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის დიალოგი საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის დღის წესრიგით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე შეახსენა, რომ 12 ივლისს  გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიისა და აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მეოთხე სხდომა. 15 ივლისს კი ბრიუსელში გაიმართება მისი შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.

ნახეთ მეტი
Back to top button