მთავარიპოლიტიკა

მიშელმა ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის განბლოკვის აუცილებლობას. დეტალები ბრიუსელში სამმხრივი შეხვედრიდან

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საჭიროდ მიიჩნევს ლაჩინის დერეფნის განბლოკვას და აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის.

როგორც ბრიუსელიდან იტყობინება Armenpress-ის კორესპონდენტი, ასეთი განცხადება გააკეთა მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას, სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.

„განხილულ იქნა მკაფიო ნაბიჯები, რათა სიტუაცია კვლავ ნორმალურ მპროცესს დაბრუნდეს. ხაზი გავუსვი ლაჩინის დერეფნის გახსნის აუცილებლობას, აღვნიშნე აზერბაიჯანის მზადყოფნა ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის აღდამის გავლით. ევროკავშირი აგრძელებს ჩართულობას მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებს და ბაქოს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას და ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ არსებული მდგომარეობა არასტაბილურია.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ საზღვრების დელიმიტაცია, რომელიც განხილვის საგანი გახდა, უნდა განხორციელდეს ალმათის დეკლარაციის მიხედვით. მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივ შეხვედრაზე განიხილეს ტყვეებისა და ჯარისკაცების საკითხები, რომლებიც შეცდომით გადავიდნენ მეორე მხარეს.

მიშელმა შეახსენა, რომ შემოდგომაზე გრანადაში დაგეგმილია მორიგი ხუთმხრივი (სომხეთი, აზერბაიჯანი, ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია) შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button