საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ ჟერარ ლარშემ განაცხადა საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის თავდაცვის იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ ლარშემ დაწერა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
„მოვითხოვ დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი, რომელიც აკავშირებს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს და დააჩქაროს საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რათა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება“, – წერს ლარშე სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ალენ სიმონიანთან შეხვედრის შემდეგ.