არცახის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ არტურ თოვმასიანმა ოფიციალური გზავნილით მიმართა მეგობარი ქვეყნების პარლამენტების ლიდერებს. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება არცახის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა.
კოლეგებისადმი პატივისცემის გამოხატვით, არცახის პარლამენტის სახელით, მან თხოვნით მიმართა მათ, მხარი დაუჭირონ არცახის რესპუბლიკისთვის საბედისწერო მნიშვნელობის საკითხს -დამოუკიდებლობის აღიარებას.
არტურ თოვმასიანი ირწმუნება რა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომისა და სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგაც კი, არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ საფრთხეები არათუ არ შემცირებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა, არტურ თოვმასიანმა წარმოადგინა ყველაზე სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები, შეაფასა ქვეყანაში შექმნილი ვითარება, როგორც სრულ ბლოკადაში მყოფი არცახელი სომხების დეპატრიაციის საშიშროება და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზოგადოება.
არცახის პარლამენტის ხელმძღვანელი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ტრაგედიის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის „აღიარება ხსნისათვის“ პრინციპზე დაფუძნებული არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება.
მან დაარწმუნა კოლეგები, რომ აღიარების ყველა საფუძველი არსებობს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოადგინა.
თოვმასიანმა გამოთქვა რწმენა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების მიერ არცახის რესპუბლიკის აღიარება გახდება სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების საიმედო გარანტია, ხელს შეუწყობს მის ისტორიულ სამშობლოში ნორმალური ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ასევე უზრუნველყოფს სტაბილურობას, გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.