საერთაშორისო

ბაქომ უკრაინის დასახმარებლად 7.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. წერს NETGAZETI აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით, შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა.

“ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”.

ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნად

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდენჯერმე გაგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება.

ნახეთ მეტი
Back to top button