პოლიტიკა

„გახსენით სიცოცხლის გზა“, „დაუბრუნეთ არცახელ ბავშვებს უფლებები“  –  სახალხო მოძრაობა სტეფანაკერტიდან ერევანში გრძელდება

არცახში დაწყებული სახალხო მოძრაობა იწყებს განვითარებას სომხეთშიც. დილიდან, ერევანში, არცახის წარმომადგენლობისა და არცხის მთავრობის ოპერატიული შტაბის კოორდინაციით მოეწყო საინფორმაციო კამპანიები. აქციის მონაწილეები გაეროს ერევნის ოფისს, რუსეთის საელჩოს ესტუმრნენ და ამ სტრუქტურების წარმომადგენლებს წერილები გადასცეს. სიტყვით გამოვიდა არცახის  რესპუბლიკის პრეზიდენტი. არაიკ ჰარუთიუნიანი ტავის ფბ  პოსტში იტყობინება, რომ არცახის შვიდთვიანი ბლოკადა და განსაკუთრებით ერთთვიანი სრული ალყა დღითიდღე აუარესებს ხალხის უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. სიტყვით გამოსვლისას, არცახის პრეზიდენტმა  მოკლედ ისაუბრაარსებულ მძიმე ვითარებაზე და მომავალ ამოცანებზე.

„გახსენით სიცოცხლის გზა“, „დაუბრუნეთ არცახელ ბავშვებს უფლებები“. ასეთი წარწერის ბანერებით „არცახის სახალხო მოძრაობამ“ სტეფანაკერტის აღორძინების მოედნიდან სომხეთის  დედაქალაქში გადაინაცვლა. ისინი ერევანში შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ აემაღლებინათ საპროტესტო ხმა შვიდ თვეზე მეტ ხანს  ალყაში მოქცეული არცახის მოსახლეობისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button