კულტურა

ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება სომეხთა გენოციდის შესახებ  ანიმაციური ფილმი „ავრორას  გარიჟრაჟი“(ვიდეო)

სომხების გენოციდის შესახებ  ანიმაციური ფილმი „ავრორას  გარიჟრაჟი“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში  იქნება ნაჩვენები.

Bars Media Films-მა დაანონსა  „ავრორას გარიჟრაჟის“ პრემიერის ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში გამოსვლის შესახებ.  11 აგვისტოს  ფილმი ნაჩვენები იქნება ნიუ-იორკში, 18 აგვისტოს  –  ლოს-ანჯელესში, 1 სექტემბერს  – ტორონტოში. რეჟისორი ინა საჰაკიანი პირადად დაესწრება პრემიერას, რომელიც მაყურებლის შეკითხვებს უპასუხებს.

აგვისტოსა და შემოდგომაზე ფილმი აშშ-სა და კანადის სხვა ქალაქებშიც იქნება ნაჩვენები.

ეს მხატვრული ფილმი იყო სომხეთში გადაღებული პირველი ანიმაციური დოკუმენტური ფილმი და ნომინირებული იყო ოსკარზე. ფილმის პრემიერა შედგა IAFF 2022-ზე და გახდა ფესტივალის ფავორიტი, მოიგო 10-ზე მეტი ჯილდო, მათ შორის Asia Pacific Screen Awards 2022 საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button