პოლიტიკა

ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დაგმეს ალიევის მუქარა ჟურნალისტების მიმართ.

ევროპარლამენტის მასმედიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დავით კაზანმა და რამონა სტრუგარიუმ მკაცრად დაგმეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ჟურნალისტების დევნა, რომელიც თავის გამოსვლაში დაემუქრა ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და აქტივისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ მის ავტორიტარულ რეჟიმს. ამის შესახებ წერია ევროპის სახალხო პარტიის ვებგვერდზე. იუწყება NEWS.am-ი.

მოჰამედ მირზალი, ბლოგერი, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს, გამორჩეულია აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის სახელთან დაკავშირებული კორუფციის გაშუქებისთვის. ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ სკანდალებშია ჩართული და ქვეყანაში კორუფციის შესახებ გავრცელებული ბრალდებების წინაშე დგას.

„მირზალი ალიევის რეჟიმს სხვებთან ერთად გაექცა, მაგრამ მასზე მაინც საფრანგეთში მკვლელობის მცდელობა განახორციელეს. მედიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ მათ მხარდაჭერას ყველა ჟურნალისტის მიმართ და იმეორებენ მოწოდებას აზერბაიჯანისადმი, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. მნიშვნელოვანია ევროპა იყოს უსაფრთხო კონტინენტი ყველა მათთვის, ვინც სარგებლობს სიტყვის თავისუფლებით“, – ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button