მთავარიპოლიტიკა

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მოსყიდვაში დაადანაშაულა

ევროპარლამენტმა 13 ივლისს მიღებული რეზოლუცია გამოაქვეყნა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ანტიკორუფციული წესების რეფორმის წინადადებებთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანსაც ეხება.

Armenpress-ის ინფორმაციით, სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ ჩადენილ დარღვევებს შორის, რეზოლუციის პუნქტებში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინააღმდეგ განახორციელა ქმედებები, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს ფართომასშტაბიანი გავლენისა და კორუფციის შესახებ.

ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა შეძლო თავის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების აღკვეთა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაფარვა.

ნახეთ მეტი
Back to top button