მთავარიპოლიტიკა

მიშუსტინმა განაცხადა, რომ ფაშინიანისათვის მიცემული დაპირება ზედა  ლარსის საგუშაგოსთან დაკავშირებით უპირობოდ შესრულდა

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან რუსლან დავიდოვთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სომხეთის ს პრემიერ-მინისტრ  ფაშინიანისათვის მიცემული დაპირება ზედა  ლარსის საგუშაგოსთან დაკავშირებით უპირობოდ შესრულდალდა.

როგორც “Armenpress”-ი აღნიშნავს  დავიდოვმა 19 ივლისს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს მოახსენა,  თუ როგორ უმჯობესდება საგუშაგოების მუშაობა. დავიდოვის თქმით, იმ ადგილებში, სადაც მოძრაობა რთულია, მაგალითად, ზემო ლარსში, იქმნება დამატებითი პლატფორმები.

„ეს იყო  პრემიერ-მინისტრ  ფაშინიანის მოთხოვნა“, – გაიხსენა  მიშუსტინმა საპასუხოდ, – სოჭში მას შესაბამისი დაპირებები მივეცით, რომლებიც უპირობოდ შესრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო საბაჟოს თანამშრომლებს, რომლებმაც ტრანსპორტის სამინისტროს სპეციალისტებთან და სხვა დეპარტამენტებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზემო ლარსის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტაში“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button