სომხეთი 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის 25%-ს მზისგან მიიღებს

სომხეთში მზის ენერგიის წარმოება მუდმივად იზრდება და 3-4 წელიწადში მზის ენერგიამ შესაძლოა დაიკავოს ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის 20%-მდე, დღევანდელ 12%-თან შედარებით. ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკის სააგენტოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჰაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მზის ენერგია უკვე შეადგენს სომხეთის წლიური ელექტროენერგიის მოხმარების 12 პროცენტს. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რიცხვები ძალიან სერიოზულია მსოფლიო მასშტაბითაც. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.
„მომდევნო 3-4 წელიწადში 25 პროცენტი მაინც გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს მხოლოდ 15%-იანი საპროცენტო გეგმა 2030 წლამდე, სახელმწიფო ინვესტიციებს არ აკეთებს, კერძო სექტორი აკეთებს. კერძო სექტორი კი მიდრეკოლია ინვენსტიციისაკენ. დარწმუნებული ვარ, 2025 წლისთვის 25%-ს მივაღწევთ“, – განაცხადა ჰარუთიუნიანმა.
მისი თქმით, სომხეთში მზის ენერგიის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ რუსული კომპანიებიც.
„ბევრი რუსული კომპანიაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მოიძიონ პროექტები, რათა „შევიდნენ“ უკვე დაწყებულ პროექტებში ან განავითარონ ასეთი პროექტები ნულიდან. „რადგან სომხეთში მზის ენერგია არის ყველაზე იაფი „ახალი“ ენერგია, რაც შეიძლება არსებობდეს“, – განმარტა მან.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის კლიმატი უბრალოდ იდეალურია მზის ენერგიის განვითარებისთვის.