პოლიტიკა

საქართველოდან დეპორტირებულთა შორის აზერბაიჯანელები ლიდერობენ

News.am-ის ინფორმაციით, საქართველომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის 19 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა, იუწყება აზერბაიჯანული მედია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

საქართველოდან დეპორტირებული აზერბაიჯანის 10 მოქალაქე არასრულწლოვანია, 2 – 18-25 წლის, 3 – 26-40 წლის და 4 – 41-65 წლის.

სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოდან სულ აზერბაიჯანის 32 მოქალაქე იქნა დეპორტირებული. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან დეპორტირებულთა უმრავლესობას აზერბაიჯანის მოქალაქეები შეადგენენ.

ნახეთ მეტი
Back to top button