პოლიტიკა

საწვავის უქონლობის გამო სტეფანაკერტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხოლოდ 2 მარშრუტია

არცახის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია. დედაქალაქის მოსახლეობას მხოლოდ პერიფერიულ უბნებში ემსახურება მხოლოდ ორი მარშრუტი. ამის შესახებ Armenpress-ის ცნობით, განცხადებას ავრცელებს არცახის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საწვავის ნაკლებობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქონლობის გამო, დედაქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, გარდა ორი მარშრუტისა, რომელიც ემსახურება პერიფერიულ უბნებს.

ამ დღეებში მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის არასრულწლოვნები, გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად ველოსიპედს, მოპედს ან სკუტერს იყენებს.

საგზაო პოლიცია მოუწოდებს მშობლებს, იყვნენ ბავშვების მიმართ ყურადღებიანი და გამოიყენონ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები დანიშნულ ადგილებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის გარეშე, უბედური შემთხვევების გამორიცხვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად, არცახში ჰუმანიტარული მდგომარეობა საათობრივად უარესდება. მაღაზიები თითქმის ცარიელია, დეფიციტია საკვები, პირველადი საქონელი, მათ შორის საწვავი.

ნახეთ მეტი
Back to top button