საზოგადოება

სიცილიის სანაპიროებთან 5,3 ტონა კოკაინის გადამზიდავი გემი დააკავეს. საქმეში აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან ჩართული

News.am-ის ინფორმაციით, სიცილიის სანაპიროსთან მეთევზეთა ნავზე აღმოაჩინეს და ამოიღეს კოკაინის რეკორდული პარტია, რომელიც 5,3 ტონას იწონის და 850 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ამ საქმეში აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან ჩართულნი.

ნარკოტიკი პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გადაიტანეს. არ არის ნახსენები სად და საით მიემართებოდა გემი.

იტალიური ANSA-ს ცნობით, დაკავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი (იტალიის, საფრანგეთის, ალბანეთისა და ტუნისის მოქალაქეები).

რაც შეეხება გემზე დაკავებულ დანარჩენ 15 ადამიანს, მათ შორის არიან აზერბაიჯანის, უკრაინის და თურქეთის მოქალაქეები.

ყველა დაკავებული ფინანსურმა პოლიციამ პალერმოს პორტში გადაიყვანა.

ნახეთ მეტი
Back to top button