მთავარიპოლიტიკა

უახლოეს მომავალში უნდა დავაზუსტოთ სადემარკაციო სამუშაოების კარტოგრაფიული საფუძველი. ფაშინიანი

უახლოეს მომავალში უნდა დაზუსტდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო სამუშაოების შედგენის საფუძველი.

Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელში სამმხრივ შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ, შესაბამისად, 29 800 და 86 600 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიული მთლიანობის დადასტურება.

„საზღვრის დელიმიტაცია უნდა მოხდეს 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე. და უახლოეს მომავალში უნდა დავაზუსტოთ სადემარკაციო სამუშაოების კარტოგრაფიული საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.

რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, უნდა მოხდეს მხარეთა სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, აზერბაიჯანი აგრძელებს ამ თემაზე საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირებების დარღვევას. მაგრამ ჩვენ დაუღალავად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ტყვეების დაბრუნებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გარკვევის მიმართულებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა დასძინა, რომ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრიდან ძალიან კონკრეტულ შედეგებს ვერ წარმოაჩენს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს და აქტიური ძალისხმევა უნდა განხორციელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

ნახეთ მეტი
Back to top button