მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი სიტუაციის დაძლევის ყველაზე კონსტრუქციულ სცენარად მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო დიალოგის მექანიზმის ჩამოყალიბებას მიიჩნევს

სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის საერთაშორისო დიალოგის მექანიზმის ჩამოყალიბება სიტუაციის დაძლევის ყველაზე კონსტრუქციული სცენარია. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რა მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის ბლოკადის გამო შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„ამჟამად ჩვენი ამოცანაა დიპლომატიური მეთოდებით და საერთაშორისო პრესაში და სოციალურ ქსელებში მთიანი ყარაბაღის სიტუაციის მაქსიმალურად ფართო და ობიექტურად წარმოჩენით საერთაშორისო ყურადღების მიქცევა მთიან ყარაბაღში დამყარებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე. ამ პერიოდში კიდევ უფრო მწვავე გახდა საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის აუცილებლობა ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში. ამავდროულად, სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის საერთაშორისო დიალოგის მექანიზმის ჩამოყალიბება სიტუაციის დაძლევის ყველაზე კონსტრუქციული სცენარია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევა უნდა განხორციელდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button