სპორტი

არსენ ზახარიანი “ლაციოში” გადასვლასთან ახლოსაა

მოსკოვის “დინამოს” და რუსეთის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი იტალიის ვიცე-ჩემპიონ “ლაციოში” გადასვლასთან ახლოსაა. რომის წარმომადგენელ კლუბსა და “დინამოს” შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, იუწყება Sport24.ru.

მანამდე რუსული პრესა წერდა, რომ არსენ ზახარიანის შეძენის განზრახვა აქვს ჰოლანდიურ “ფეიენორდს”, რომელიც მის ტრანსფერზე 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა “დინამო” ტრანსფერიდან 15 მილიონ ევროს ელის.

გასულ სეზონში ზახარიანმა რუსეთის ჩემპიონატსა და თასზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button