სომხეთი, როგორც კუხო-ს წევრი ქვეყანა, მზად არის დაეხმაროს რუსეთს, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, სანამ არ იქნება საშიშროება, რომ სომხეთსაც დაექვემდებაროს სანქციები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „France-Presse“-თან ინტერვიუში განაცხადა, პუბლიკაციებზე დაყრდნობით, რომსომხეთი გახდა რუსეთში მანქანების მთავარი რეექსპორტიორი დასავლური სანქციების ფონზე.
ფაშინიანმა დაარწმუნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება სრულად თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთან სანქციების საკითხში.
„ამ საკითხშიც გამჭვირვალე ვართ. ჩვენ ვართ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, რუსეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ბუნებრივია, პირველივე დღიდან მივხვდით, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევდა, ასევე გვესმოდა, რომ რუსეთს ექნება გარკვეული მოლოდინი ჩვენგან, რომ დავეხმაროთ ამ რთულ ეკონომიკურ გარემოში, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთი ასევე ელის სომხეთის მხარდაჭერას სანქციების რეჟიმის შესანარჩუნებლად.
„ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვთქვით, რომ გვესმის თქვენი მოლოდინი და მზად ვართ თქვენი მოლოდინი გავითვალისწინოთ, მაგრამ არა იმ მომენტამდე, როცა სომხეთს სანქციების ქვეშ მოქცევის საფრთხე დაემუქრება, რადგან თუ რუსეთივით უკიდეგანო სახელმწიფო უმკლავდება სანქციებს, მაშინ სომხეთი, განსაკუთრებით ამ სამხედრო და პოლიტიკურ გარემოში, თავს ამის ამის უფლებას ვერ მისცემს და იგივე ტექსტი ჩვენ დასავლეთსაც გავუმეორეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.