მთავარიპოლიტიკა

24 ივლისიდან ერევანსა  და სომხეთის რეგიონებში ქუჩები დაიკეტება არცახელთა სოლიდარობის ნიშნად

24 ივლისს, დილის 8:30 საათიდან, ერევანსა და სომხეთის რესპუბლიკის სხვა რეგიონებში, არცახში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე გზა ჩაიკეტება.

ამის შესახებ ერევანში, მიასნიკიანის ძეგლთან არცახის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს.

„პატარა არცახის მოდელირებას მოვახდენთ, რამდენიმე გზა დაიკეტება. გზებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ხალხს შეექმნება უხერხულობა, მაგალითად, სამსახურში დააგვიანდება… და მიხვდებიან,  გაიგებენ რას გრძნობენ არცახელები, როცა ცდილობენ შვილებისთვის პურის შოვნას“, – განაცხადეს აქციის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button