ირანი ორიენტირებულია კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა და გამოთქვა თეირანის მზადყოფნა გამართოს შეხვედრა “3+3” ფორმატში სომეხი და აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების მონაწილეობით. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ იუწყება IRNA.
“სამხრეთ კავკასიის რეგიონს დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან პრესკონფერენციაზე.
„ირანი მიესალმება რეგიონის ქვეყნებს შორის დაახლოებას და პროგრესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა.
“ირანი ორიენტირებულია კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი ბოლო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, მისი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ბოლო თვეებში და დღევანდელი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ირანის საშუალება რეგიონში სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის.
მისი თქმით, თეირანი მიიჩნევს, რომ მეზობლებს შორის მშვიდობა და უსაფრთხოება შეესაბამება რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესებს.
”კავკასიის რეგიონი არ უნდა გადაიქცეს ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და კონკურენციის სცენად, რადგან ეს შეაფერხებს მშვიდობას რეგიონში”, – თქვა მან და დასძინა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს მეგობრულ და თავისუფალ ენას მთავრობებსა და ერებს შორის. “ჩვენ მივესალმებით “3+3″ ფორმატს რეგიონის ქვეყნებს შორის და ირანი აცხადებს მზადყოფნას გამართოს ეს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი და აზერბაიჯანიც”, – დაასკვნა მან.