პოლიტიკა

არარატ მირზოიანის ვიზიტები თეირანსა და მოსკოვში ლოგიკური და მოსალოდნელია  –  ირანოლოგის ანალიზი

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ვიზიტები თეირანსა და მოსკოვში ლოგიკური და მოსალოდნელია. როდესაც სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, აღიარა  მთიანი ყარაბაღი მის ნაწილად და ელოდა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, იმ დროს ირანსა და რუსეთში გარკვეულ  შეშფოთებას  ჰქონდა ადგილი,  არა იმ გაგებით, რომ მათ შორის უთანხმოებაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ან მშვიდობის დამყარების საკითხზე, არამედ თეირანსა და მოსკოვში შეშფოთებულნი არიან  სომხურ-აზერბაიჯანული შერიგების პროცესის შესაძლო შედეგით, რომელსაც დასავლეთი შუამავლობს.  ეს მოსაზრება ირანიოლოგმა ჰარუთ ართინ არაქელიანმა გამოთქვა, სრ საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონულ ვიზიტებსა და მათ მიერ გამოწვეულ გეოპოლიტიკურ რეალობებზე  „არმენპრესთან“ საუბრისას.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 24 ივლისს თეირანში შეხვდა ირანელ კოლეგას ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს და განიხილა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან ,  ასევე მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნა, რომ ზოგიერთი უცხო მხარე ცდილობს მანიპულირებას კავკასიის რეგიონში არსებული უთანხმოებით, აბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნებს შორის „3+3“ ფორმატს და გამოაცხადა ირანის მზადყოფნა გამართოს შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. 25 ივლისს არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვშიც გაემგზავრა,  სადაც შეხვედრები  გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

„თუკი დასავლეთის შუამავლობით სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების შედეგად საგრძნობლად შემცირდება რუსეთისა და ირანის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და გაიზრდება კოლექტიური დასავლეთის და მისი მთავარი მოთამაშე თურქეთის როლი, რა თქმა უნდა, თეირანის და მოსკოვი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩაშალონ მოვლენების ასეთი სცენარი და რეგიონული ვიზიტების კონტექსტში თავიანთ მიდგომები  გადასცენ სომხურ მხარეს და ამ უკანასკნელმა უნდა განმარტოს, რომ სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები, რომელსაც დასავლეთი შუამავლობს, საფრთხეს არ უქმნის რუსეთისა და ირანის სასიცოცხლო ინტერესებს, არამედ რეალურად არის ორიენტირებული პრობლემებისა და კონფლიქტების მოგვარებაზე“, – აღნიშნა არაქელიანმა.

მისი აზრით, რუსეთი და ირანი დამკვირვებლის სტატუსით არ დაელოდებიან და, რა თქმა უნდა, აქტიურად იმოქმედებენ, რათა არ მოისმინონ განცხადებები ჩვენს რეგიონში რუსეთის ყოფნის ან ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ. რუსეთსა და ირანს სამხრეთ კავკასიაში არასახარბიელო მოვლენების ჩაშლის პოტენციალი აქვთ, ამიტომ ისინი ერთობლივად და ურთიერთდაკავშირებულად მოქმედებენ, საერთო ინტერესების ფართო სპექტრით.

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ირანმა მიიღო მწვანე შუქი რუსეთის ფედერაციისგან, რომ ეთამაშა მეტი როლი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რადგან ამ მომენტში რუსეთის მთავარი პრობლემაა არ წააგოს  დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინაში, სადაც სამხედროები ოპერაციები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. რუსეთი ზოგიერთი მიმართულებით მეტად დაკავებულია,  შესაბამისად, მას სურს შეავსოს უფსკრული ზოგან თავის ბუნებრივი მოკავშირე ირანით.  მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ირანი არ დაუშვებს, რომ სამხრეთ კავკასია გადაიქცეს დასავლური გავლენის ზონად“, – განაცხადა ირანელმა ექსპერტმა.

არაქელიანმა მოიხსენია ჰანტინგტონის დოქტრინა, რომელშიც რუსული, ირანული და ჩინური ცივილიზაციების მჭიდრო და ჰარმონიული მოღვაწეობა წარმოდგენილია დასავლეთის  სერიოზულ გამოწვევად, ამიტომ ეს ნაშრომი მოწოდებაა იმისკენ, რომ ამ სამთა კავშირის გაერთიანება არ მოხდეს, ძალები არ გაერთიანდნენ.  ამიტომაც იქმნება  შესაბამისი პლატფორმები ამ მიზნის მისაღწევად. ამრიგად, იგივე დასავლეთი დღეს ირანს უწესებს სანქციებს, ცდილობს საზღვრების დესტაბილიზაციას, მხარს უჭერს კიევს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და პროვოცირებას უწევს ჩინეთ-ტაივანის საკითხს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ჩვენს რეგიონში დასავლეთის მთავარი მოთამაშე თურქეთია. ცოტა ხნის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაბრკოლებების მიზეზი სომხეთი კი არა, ირანია. თურქეთს, რომელსაც აქვს დიდი ეკონომიკური პრობლემები, სურს მათი გადაჭრა დასავლეთის მხარდაჭერითა და სახსრებით, ამიტომ უფრო მეტად იხრება მისკენ. ცხადია, რომ ანკარამ უნდა გაითვალისწინოს თეირანიც, იფლირტაოს მასთან, თუ სურს  დაუკავშირდეს ცენტრალურ აზიას  მის მიერ შემოთავაზებული თურანული დერეფნის მეშვეობით, უზრუნველყოს თავისი დომინანტური პოზიცია ახალ მსოფლიო წესრიგში, მით უმეტეს, რომ მას არ აქვს დიდი რესურსები და სურს შეავსოს ხარვეზი იმით  რომ ტავი წარმოგვიდგინოს, როგორც ენერგომატარებლების უდიდესი სატრანზიტო ჰაბი. მსგავსი  პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სომხეთი პანთურანულ ჰორიზონტალურ გზაზე აღმოჩნდება“, – დაასკვნა ირანელი ექსპერტი.

მანველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button