სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, თუ რა პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს სომხეთი ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად არცახში აზერბაიჯანის ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შედეგად.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა მუდმივ კონტაქტშია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან, ისინი ცდილობენ დაინახონ რა შესაძლებლობები, რა რეზოლუციები და მიდგომები არსებობს, რაც შეიძლება დაეხმაროს მათ.
„ასევე, ჩვენი მუშაობის წყალობით, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს თემასთან დაკავშირებით. მცდელობაა მოლაპარაკების პროცესშიც მივაღწიოთ პრობლემის გადაჭრას. მოგეხსენებათ, რომ მთიან ყარაბაღში ხანგრძლივ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სომხეთის ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც ყოველდღიურ დისკუსიაში იმყოფება, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური. სანამ არ დაიძლია ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ ქმედებები საკმარისად ეფექტური არ არის, შესაბამისად, ყოველდღე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ გარკვეულ, თუნდაც შუალედურ შედეგს. ყველანაირი იდეა არსებობს და ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე თქვენ იხილავთ ამ იდეების განხორციელებას“, – განაცხადა მან.
პრემიერმა ამ იდეების შესახებ სხვა დეტალების გამხელა არ ისურვა, მხოლოდ განმარტა, რომ შესაძლო ნაბიჯები ჰუმანიტარული უნდა იყოს. მისი თქმით, მთავარია არა განხილულ იდეებზე საუბარი, არამედ საჭირო დროს, მისი სწორად გამოყენება.