მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი ერდოღანს გამოეხმაურა:   სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არავითარი დერეფანი არ იქნება

ჩვენი პოზიციები არ შეცვლილა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა კითხვას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის შენიშვნას ეხება, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ პრობლემა სომხეთთან კი არა, ირანთანაა.

ამ განცხადების შემდეგ ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები და შთაბეჭდილებები არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყნებს, არამედ თურქეთსაც. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერანაირი დერეფანი  ვერ იმოქმედებს. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა გზების გახსნისთვის, და ეს გზა, როგორც ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ მიღებულ  განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button