მთავარიპოლიტიკა

შექმნილ ვითარებაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება სომხეთის  ადგილისა და როლის გარკვევა რეგიონის მომავლის არქიტექტურაში  –  ფაშინიანი

საერთაშორისო და გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში კვლავ დაძაბული და არასტაბილურია. მსოფლიო წესრიგი, რომელიც ითვლებოდა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რეალურად არ არსებობს. არავინ იცის, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში სომხეთის გავლენა გაურკვეველი და არამატერიალურია, ხოლო გეოპოლიტიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე საფრთხეები  კი –  თვალსაჩინო და რეალურია.

ასეთი გზავნილით დაიწყო 25 ივლისის პრესკონფერენცია სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური გავლენა შემცირდა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრადიციული ფორმულები ჩვენთვის საკმარისად არ მუშაობს. შექმნილ ვითარებაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული არაკონფრონტაციული პოლიტიკის შემუშავება, განვითარება და განხორციელება,  რეგიონის მომავლის არქიტექტურაში სომხეთისა  ადგილისა და როლის გარკვევა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთის მოსაზღვრე არცერთ ქვეყანას, ანუ სომხეთის გარშემო, არ აქვს კონფრონტაციული ურთიერთობა მეორესთან და ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრას ფორმულად მიიჩნევა   თანამშრომლობის პოლიტიკა, რომელიც ინტერესთა დაბალანსების შედეგად უფრო ეფექტური ხდება. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგება არის აუცილებლობა, იმის აღქმით,  რომ ჩვენი ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და საქართველოსთან ნორმალურად ვითარდება და ასეც უნდა გაგრძელდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button